logo
ENG



ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებით იმედგაცრუებულები არიან

21 ნოე 201920:02
3 წუთის საკითხავი
 
demrcxlzfii7cdh.jpg

ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებით იმედგაცრუებულები არიან. შეუსრულებელი დაპირება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მწვავე კრიტიკის საგანი გახდა საერთაშორისო პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში. მოტყუებულად თავს უცხოელი პოლიტიკოსებიც გრძნობენ, რადგან ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების პირობა უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნიდანაც დადო. ხელისუფლებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ხალხის მოთხოვნა და სერიოზულად მიუდგეს საპროტესტო აქციებს - ასეთ შეფასებებს აკეთებენ ევროპელი პოლიტიკოსები. 

საქართველოს ხელისუფლება ბრიუსელიდან მკაცრ გაფრთხილებას იღებს. ევროკავშირის წევრი ესტონეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ოფიციალურ თბილისს მოუწოდებენ ქუჩაში გამოსული ხალხის ხმას მოუსმინონ და მათი მოთხოვნა პოლიტიკური დიალოგით დააკმაყოფილონ. 

დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს ქართულ ოცნებას ევროპარლამენტში მისი პარტნიორი სოციალ-დემოკრატების ჯგუფი. ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ შეშფოთებას გამოთქვამენ და დემოკრატიისთვის პროპორციული სისტემის აუცილებლობაზე საუბრობენ

მეორე უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფი- ევროპის სახალხო პარტია კანონპროექტის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას მმართველ ქართულ ოცნებას აკისრებს. „იპიპის“ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპრომისი თუ არ იქნება მიღწეული ეს ქვეყნისთვის და მისი ევროატლანტიკური მომავლისთვის საშიშია.


close დახურვა