შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახური მიიჩნევს, რომ კოვიდ 19 ხელოვნურად არ არის შექმნილი.
ინფორმაციას უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, სადაც წერია, რომ სპეცსამსახურები ვირუსის გავრცელების მიზეზებს დეტალურად სწავლობენ. მიზეზი იმის დადგენაა კოვიდინფექცია ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის გამო გავრცელდა თუ ქალაქის ლაბორატორიაში შესაძლო ინციდენტის გამო.
ახალი კორონავირუსის გავრცელების წყაროს დასადგენად გამოძიების ჩატარება თეთრ სახლში მანამდე არაერთხელ მოითხოვეს და ასევე დაინტერესდნენ იყო თუ არა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაწეული სამუშაო ეპიდემიის გავრცელების პერიოდში ეფექტიანი.