დღეს ამერიკის ღია პირველობა იწყება. მასში მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს. 28 წლის ქართველი ტურნირზე 22-ე ნომრად არის განთესილი. მისი პირველი მეტოქე ავსტრალიელი ჩოგბურთელი ჯონ მილმანია.
2019 წლის ამერიკის ღია პირველობაზე ნიკამ, რომელიც მე-17 ნომრად იყო განთესილი, ორი წრე გაიარა და მესამეში გერმანელ ჩოგბურთელთან დამარცხდა.
დიდი სლემის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი, ფრანგ ჩოგბურთელ ბენუა პერს კორონავირუსი დაუდგინეს. აშშ-ის ჩოგბურთის ასოციაციის განცხადებით, 31 წლის ფრანგი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირში მონაწილეობას აღარ მიიღებს და 10-დღიან კარანტინს გაივლის.
