ამერიკის შეერთებული შტატები კიევს 1,25 მილიარდ დოლარს მსოფლიო ბანკის PEACE პროექტის ფარგლებში გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Sky News ავრცელებს.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, თანხები ძირითადად მიმართული იქნება მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაზე და ასევე მათთვის, ვინც საჯარო სერვისების შენარჩუნებაზე ზრუნავს.
პროგრამა PEACE (საჯარო ხარჯები ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებისათვის) 18 თვის წინ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მსოფლიო ბანკის მიერ დაინერგა.