აშშ-მ ენერგეტიკული აღჭურვილობის შესაძენად და ენერგო სისტემის მხარდასაჭერად უკრაინას 522 მილიონი დოლარი გამოუყო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდიუმის სხდომაზე ისაუბრა.
„რთული ზამთრის ზღვარზე ვართ. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავძლიოთ ერთ-ერთი ყველაზე რთული სეზონი ბოლო პერიოდის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ამ ზამთარში გვაქვს არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ენერგიის აღდგენის საშუალებაც“, - განაცხადა შმიგალმა.
უკრაინის პრემიერის განცხადებით, ქვეყანა ზამთრის სეზონისთვის 100%-ით მზადაა.
ცნობილია, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ატომური ელექტროსადგურის ცხრავე ერთეული იმუშავებს.