"საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სპეციალურ ბრიფინგგზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ გუიშინ ინფექციურ საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით კიდევ ორი პაციენტი შეიყვანეს, საიდანაც საშიში ვირუსი არც ერთს არ დაუდგინდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველო კვლავ დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება.
"საავადმყოფოში შესულია ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის მუშები არიან. აუღებენ მათ სინჯებს და მათზეც დღესვე იქნება პასუხი",-აღნიშნა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბრიფინგზე დღეს კორონავირუსით დაღუპულ ექიმს წუთიერი დუმილით ქართველმა ექიმებმა და ჟურნალისტებმა პატივი მიაგეს. ცნობილია, რომ ჩინელი ექიმი 6 თებერვალს გარდაიცვალა. სწორედ ლი ვენლიანგი იყო პირველი, ვინც საფოგადოებას დეკემბერში აფრთხილებდა "კორონავირუსის მსგავსი" დაავადების გავრცელების საფრთხეზე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის 28 ათასზე მეტია შემთხვევაა ამ დროისთვის დაფიქსირებული მსოფლიოში და მათი უმეტესობა ჩინეთშია აღმოჩენილი.