logo
ENG



ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს

22 იან 202013:59
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დღეს საგანგებო შეხვედრა დაინიშნა, სადაც გაიწერება სამოქმედო გეგმა ქვეყნებისთვის, რათა ვირუსის გავრცელების არეალი არ გაიზარდოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე რაიმე სახის  აკრძალვა მოგზაურობაზე ან საქონლის იმპორტზე არ მოქმედებს.  

"დღევანდელი რიცხვით შემთხვევები უკვე ექპორტირებულია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში. დადგინდა, რომ ის გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს და ძირითადი კლინიკური გამოხატულებაა ანალოგიური რესპირატორული ინფექციით გამოწვეული დაავადებისა. ანუ ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და მიმდინარეობს გართულებით პნევმონიის სახით", - განაცხადა გამრელიძემ. 


close დახურვა