logo
ENG



ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საპატრიარქოს ექიმს ესაუბრა

03 მარ 202020:31
3 წუთის საკითხავი
 

ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საპატრიარქოს ექიმსაც ესაუბრა. უცნობია, ეხებოდა თუ არა ეს საუბარი ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენებას. 

კორონავირუსით დაინფიცირებულთა სტატისტიკა უცვლელია, ჯანდაცვის უწყებები კი პრევენციულ ზომებს ამკაცრებენ. ახალი რეკომენდაციები კომერციულ ბანკებს ეხება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ მოუწოდებს, თანხის ონლაინ გაცემაზე გადავიდეს. განსაკუთრებით ის პერსონალი, რომელიც პენსიების გაცემაზე მუშაობს. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჰიგიენის წესების დაცვის რეკომენდაციას გასცემს, მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ რისკ ქვეყნებში მოგზაურობისგან, მათ შორისაა იტალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ირანი.


close დახურვა