ამსტერდამის სპეცრეისით ჩამოფრენილი ქართველები სასტუმრო "მოქსის" საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს. სასტუმროში არსებული 130 ნომრიდან 128-ში იზოლაციაში მყოფი ადამიანები არიან, 2-ში კი სამედიცინო პერსონალი.
როგოც სასტუმროს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, აღნიშნავს, სასტუმროს საკარანტინე სივრცედ გადაქცევამდე, თანამშრომლები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებების შესაბამისად გადაამზადეს.
"სასტიმროს აქვს 130 ნომერი და ამჟამად შემოვიყვენეთ 128 ადამიანი. ოროთახში კი იცხოვრებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც ადგილზე იქნება 24 საათის განმავლობაში. რგისტრაციის პროცედურიდან გაწერილი გვაქვს ყველა ნაბიჯი ამ ადამიანების სასტუმროდან გასვლამდე და ეს ნაბიჯები გულისმხმობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მთავრობის ყველა რეკომენდაციის დაცვას",- აღნიშნა ანა ჩეჩელაშვილმა.