logo
ENG



ამხილეს 2 პირი, რომლებიც ვადაგასულ შოკოლადებს ახალ ვადას აკრავდნენ და გასაყიდად გზავნიდნენ

22 აგვ 202310:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/22/8paoskv7jzo6gf2.jpg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამხილეს ორი პირი, რომლებიც სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასულ შოკოლადს აკრავდნენ ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს, რის შემდეგაც ახდენდნენ მის რეალიზაციას თბილისის სავაჭრო ქსელში.

მათი ცნობით, სავაჭრო ობიექტებიდან ამოიღეს ბრალდებულების მიერ რეალიზებული დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი, რომელიც შეიცავდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკრო ორგანიზმებს.

"გარდა ზემოხსენებულისა, დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანეს დაახლოებით 85 000 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, რომელიც ასევე ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად", - აცხადებენ საგამოძიებოში.

დანაშაული 8-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა