logo
ENG



ან გამოვდივართ კრიზისიდან, ან არის იანუკოვიჩის გზა - სერგი კაპანაძე ივანიშვილზე

24 ნოე 201922:45
3 წუთის საკითხავი
 
mgq8uuu5h5gba8f.png

 

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან დადებული პირობის დარღვევის ფაქტი ივანიშვილამდე არ გვქონია.

ამის შესახებ მან გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.

„არ მახსოვს, ჩვენ საგარეო პარტნიორებთან ასეთი ტყუილი გაგვებედოს. გვქონია უთანხმოება საგარეო პარტნიორებთან, მაგრამ რომ გვეთქვას, ამას გავაკეთებთ და ეს არ გაგვეკეთებინოს, არ არსებობს. რამდენად დარჩა ივანიშვილს რესურსი? - არ დარჩა, საგარეო ასპარეზზე ყველა გზა მოჭრილი აქვს. ან გამოვდივართ კრიზისიდან, ან არის იანუკოვიჩის გზა. მეორე ვარიანტი იქნება კატასტროფა, ქვეყანას შეიყვანს ჩიხში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 


close დახურვა