logo
ENG



ანა დოლიძე: ააყენეთ პარლამენტის თანამშრომლები და შეგვიშვით მიქაუტაძის მოსმენაზე

22 ოქტ 201914:40
3 წუთის საკითხავი
 
gz6e1d4n2ox6a9m.png

ხმაურის ფონზე გრძელდება გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურის განხილვა პარლამენტში. მოქალაქეებს, პოლიტიკოსებსა და დაინტერესებულ პირებს სხდომაზე არ უშვებენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ სხდომაზე პარლამენტის აპარატის წევრები სხედან მოქალაქეებისთვის განკუთვნილ ადგილზე.

„აქ მიქაუტაძისთვის კომფორტული სიტუაციაა შექმნილი. ააყენეთ აპარატის თანამშრომლები და შეგვიყვანეთ მოქალაქეები შიგნით. აქ კომფორტული სიტუაციაა, რათა არც ერთი მხარე, არც ერთი მოქალაქე არ მოხვდეს შიგნით და არ ანერვიულდეს გიორგი მიქაუტაძე და ჩვენს ბიჭს არ შეექმნას დისკომფორტი, სადაც მოქალაქეები უნდა ისხდნენ, ის მხარე გატენილია აპარატის თანამშრომლებით," - აცხადებს დოლიძე.

დარბაზში შესვლას ითხოვს საკრებულოს წევრი ვატო შაქარაშვილიც.

„ველოდები შემიშვან და მოსამართლეს, რომელმაც ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯა, რამდენიმე კითხვა დავუსვა. აქაც წერტილი ესმება, რომ პროცესი არის გამჭირვალე. ჯერ პარლამენტში შემოვლაზე გამოვიარე ცხრა მთა," - განუცხადა ჟურნალისტებს შაქარაშვილმა.

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.


close დახურვა