logo
ENG



ანა დოლიძე: რუსეთი ცდილობს ლუგარის ლაბორატორია ჭორების გასავრცელებლად გამოიყენოს

28 მაი 202014:44
3 წუთის საკითხავი
 

ანა დოლიძე, რუსეთის განცხადებას ეხმაურება, სადაც ქვეყანა ლუგარის ლაბორატორიაში მისი წარმომადგენლების შეშვებას ითხოვს. დოლიძის თქმით, რუსეთი ცდილობს ლუგარის ლაბორატორია ჭორების და მითქმა-მოთქმის გასავრცელებლად გამოიყენოს. 

დოლიძე აცხადებს, რომ თუკი ლაბორატორია საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში შემოწმდება, რუსეთს ამის უფლება ექნება.

„რუსეთი იყენებს ლუგარის ლაბორატორიის ფაქტს კონტრპროპაგანდისთვის საქართველოსთან მიმართებაში. იყენებს სხვადასხვა ჭორების, მითქმა-მოთქმის გასავრცელებლად. საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში ჩვენი ქვეყანა ღია არის და ღია იქნება, რომ ამ მექანიზმების მეშვეობით შემოწმდეს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ხომ არ მზადდება ის ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი, რაზეც რუსეთს ეჭვი აქვს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის დეტალურ დათვალიერებას მოითხოვს. მათი განცხადებით, ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე. რუსეთი ასევე ამ ლაბორატორიის ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომასაც ითხოვს.


close დახურვა