ანა დოლიძემ „პოლიტიკის ფორმულაში“ დაადასტურა მისი და ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის შეხვედრა.
„მე შევხვედრივარ გიორგი კაპანაძეს, ვიცნობ მის ოჯახს. მოგეხსენებათ, რომ მას შეხება ჰქონდა სამართალდამცველებთან და მე კარგად ვარ ჩახედული ამ საქმეში. უგულავას საქმეში იყო ერთ-ერთი მთავარი მოწმე, წინა ხელისუფლებასთანაც ჰქონდა შეხება. მსგავს ბიზნესმენებს ბევრს ვიცნობ და, ცხადია, ყველას არ ვხვდები. უკვე "ბრალდებულ" მამუკა ხაზარაძესაც შევხვდი"
სოფო ზურაბიანის კითხვაზე, იქნებიან თუ არა ეს ადამიანები ანა დოლიძის გვერდით, მან შემდეგნაირად უპასუხა:
„როცა ჩამოვყალიბდები, რომ მექნება პოლიტიკური საქმიანობა, ამ საქმიანობას ექნება დღის წესრიგი, რაც ეხება საქმიან კავშირებს, იქნება მიბმული დღის წესრიგზე“ - განაცხადა ანა დოლიძემ.