logo
ENG



ანა დოლიძე სახელმწიფოს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს

28 მაი 202013:00
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე მთავრობას აკრიტიკებს და გაფლანგულ მილიონებზე საუბრობს.

მისი თქმით, არის უამრავი შემთხვევა როდესაც სახელმწიფო ხალხის ფულს ფლანგავს და ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყოველთვიურად 10 000 დოლარად ქირაობს და მასში უკვე მილიონ ლარზე მეტია გადახდილი.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ბიუჯეტის გაფლანგვის ფაქტები კიდევ უამრავია.

"ამ შენობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ქირაობს 2016 წლიდან და მასში უკვე გადახდილი აქვს მილიონზე მეტი ლარი. ამ ხნის განმავლობაში კონტრაქტი არის დადებული შპს "სიყვარულთან" და "კოკტეილთან". ჩვენ სახელმწიფოს აქვს ძალიან ბევრი შენობა და მიწა, სადაც შეიძლება განთავსდეს სახელმწიფო შენობები", - განაცხადა დოლიძემ. 


close დახურვა