ანა დოლიძემ გარემოვაჭრეებთან ყვავილები იყიდა და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიიტანა
"ხელისუფლებამ შეტევა მიიტანა მშრომელ ხალხზე. მათი ხელით გაკეთებული თაიგული მოვიტანე გახარიასთის. კუნთებზე ყურებით, ჯაშუშობით, ჯარიმებით და რეპრესიებით მიიღებენ ერთ რამეს - ამ თაიგულს დაიდგამენ თავზე". - თქვა დოლიძემ.
გარემოვაჭრეები, ყვავილების გამყიდველები უარს ამბობენ, დაემორჩილონ შეზღუდვებს და აგრძელებენ მუშაობას, ვინაიდან გარევაჭრობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. შრომის ინსპექცია მათ ყვავილების ონლაინ გაყიდვას სთავაზობს და 10 ათასლარიანი ჯარიმით ემუქრება.