logo
ENG



ანა ნაცვლიშვილი: ერთადერთი სამუშაო, რომელიც ოცნებამ შექმნა, ტროლების ქარხანაა

06 მაი 202022:01
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ აცხადებს, რომ ერთადერთი სამუშაო, რომელიც ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში რვა წლის განმავლობაში ყოფნის პერიოდში შექმნა, ტროლების ქარხანაა.

მისივე განცხადებით, ქართული ოცნება 2020 წლის არჩევნებისთვის ა​ძლიერებს ამორალურ, არაეთიკურ და არაკანონიერ ინსტიტუტებს, რათა ნებისმიერ ფასად გაიმარჯვონ.

„ერთადერთი სამუშაო ადგილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შექმნა ტროლების ქარხანაა. მარტო ამ ფაქტის გამო თავმოყვარე პოლიტიკური ძალა მიიღებდა ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომ გაცლოდა პოლიტიკურ ასპარეზსს. ქართული ოცნება არათუ ამას არ აპირებს, პირიქით ის აძლიერებს ამორალურ, არაეთიკურ და არაკანონიერ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნებში, ყველა ზომა, დასაშვებიც და დაუშვებელიც გამოიყენოს იმისვთის, რომ კვლავ დარჩეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


close დახურვა