logo
ENG



ანა სუბელიანი: მას მოუწევს პირობის შესრულება

14 ნოე 201923:06
3 წუთის საკითხავი
 
eav9kjhd1zkefiz.jpg

სამოქალაქო აქტივისტმა ანა სუბელიანმა „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მას თავიდანვე ჰქონდა სკეპტიკური დამოკიდებულება პროპორციულ სისტემაზე გადასვლისადმი.

„მქონდა სკეპტიკური განწყობა, სანამ ბოლომდე არ შესრულდებოდა. და ამ ფაქტის წინაშეც დავდექით - ხელისუფლებამ თავი აარიდა პირობის შესრულებას. არ შეასრულა საზოგადოების დაკვეთა და სრულიად უგულებელყო საზოგადოების სურვილი. თუმცა მას მოუწევს ამ პირობის შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვისვე იქნება უარესი. კიდევ უფრო მალე მოუწევთ იმ ძალაუფლების დათმობა, რასაც ფლობენ ამ ეტაპზე,“ - ამბობს ანა სუბელიანი, სამოქალაქო აქტივისტი.

პარლამენტის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს აქცია. მომიტინგეები აპროტესტებენ პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების ჩაგდებას.


close დახურვა