logo
ENG



ანა სუბელიანი: მიუხედავად იმისა რომ შეშის მოტანაც შეგვიზღუდეს აქ ვართ, არ ვიშლებით

26 ნოე 201900:08
3 წუთის საკითხავი
 
9683d94881x42l3.png

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ აქცია გრძელდება. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე იმყოფებიან და დაშლას არ აპირებენ.

ერთ-ერთი აქტივისტის ანა სუბელიანის განცხადებით, ის რაც დღეს ხდება ეს ერთი ბოროტი, მდიდარი ადამიანის მმართველობის შედეგია. მისივე განცხადებით ისინი დაშლას არ აპირებენ და აქციას გააგრძელებენ.

„ჩვენ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ. სრული ქაოსია და ეს ერთი ბოროტი, მდიდარი ადამიანის მმართველობის შედეგია. ჩვენ გვყავს ბიძინას პირადი პოლიტპატიმრები, რომლებიც ჩააყუდა ციხეში. აქ ვართ არ ვიშლებით. მიუხედავად იმისა, რომ შეშის მოტანაც შეგვიზღუდეს, სამარცხვინო მეთოდებს მიმართავენ იმისათვის, რომ გავიყინოთ და წავიდეთ სახლებში. არაჩვეულებრივი ორიგინალური მეთოდებით ვითბობთ თავს, ვცეკვავთ, კალათბურთს ვთამაშობთ და არ ვიშლებით“,- განაცხადა ანა სუბელიანმა.

აქცია პარლამენტთან გრძელდება. პიკეტირებულია პარლამენტის სამივე შესასვლელი, ხოლო ქვეყნის მთავარი გამზირი გადაკეტილია.


close დახურვა