logo
ENG



ანა სუბელიანი მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე:სიძულვილით მოტივირებული დანაშაული იყო

11 ნოე 201909:13
3 წუთის საკითხავი
 
qqc46gpzleeyege.png

ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით დაკავებული პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. შალვა შევარდნაძეს ბრალი 118-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 8 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ, სუბელიანს 7 ნაკერი დაადეს. კინოთეატრ „ამირანთან" ადმინისტრაციული წესით დაკავებული 21 პირის საქმის განხილვა კი 11 დეკემბრამდე გადაიდო. ცალკე წარმოებად გამოიყო სასულიერო პირის ლევან ამირეჯიბის საქმე, რომელიც ასევე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.  

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიება ნორმალურად მიდის. მისი თქმით, ის იმ სამართლადამცავების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს, ვინც თავისი მოვალეობა ადგილზე სათანადოდ ვერ შეასრულა.

 

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე ნორმალურად მიდის გამოძიება, თუმცა ჩვენ გვაქვს დამატებითი მოთხოვნები, კრძოდ ის, რომ მაგალითად ბრალის წაყენების მხრივ განისაზღვროს ის, რომ ეს იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და ეს მართლა ესე იყო. ასევე, მოვითხოვ იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის დაყენებას, რომლებსსაც ევალებოდათ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა და მათ ეს მოვალეობა არ შეასრულეს სათანადოდ“, - განაცხადა ანა სუბელიანმა.


close დახურვა