logo
ENG



ანა სუბელიანი სამართალდამცველებს გულგრილობაში ადანაშაულებს

09 ნოე 201911:16
3 წუთის საკითხავი
 
gl927ywvwa3ke9m.png

 

რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა ანა სუბელიანი პოლიციის განყოფილებაში. სამოქალაქო აქტივისტთან გამომძიებლებს კითხვები მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ჰქონდათ. სუბელიანი სამართალდამცველებს გულგრილობასა და ინციდენტის დამალვის მცდელობაში ადანაშაულებს. აქტივისტზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ 1984 წელს დაბადებული პირი უკვე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

გამოძიებას მოვუყევი იმის შესახებაც, თუ როგორ არ რეაგირებდა ჩემს თხოვნაზე მუქარების შემდეგ პოლიცია, რომ დავეცავი და ჩემი შეფასებით, ეს გახდა სწორედ იმის საფუძველი, რომ საბოლოო ჯამში გავხდი ფიზიკური თავდასხმის ობიექტი. ასევე გამოძიებამ დალუქა ჩემი ტანსაცმელი, რომელზეც არის ასახული ჩემი სისხლი,“ - განაცხადა ანა სუბელიანმა.

ანა სუბელიანზე ფიზიკურ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, ნინო ლომჯარიას თქმით, გამოძიება ძალადობის ორგანიზების მუხლით უნდა დაიწყოს, ვინაიდან ძალადობას ჰყავდა თავისი ორგანიზატორი.

„ჩვენ იქ ვნახეთ ძალადობა და ანი არის სწორედ იმ ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ არა მარტო ის ინდივიდუალური პირები უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემულნი, რომლებიც იქ ძალადობდნენ, არამედ ვფიქრობ, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს ძალადობის ორგანიზების მუხლით, ვინაიდან ამ ძალადობას, ჩემი აზრით, ჰყავდა თავისი ორგანიზატრი თავისი წამხალისებლები და ადგილი ჰქონდა ძალადობისკენ მოწოდებებს, როდესაც ითქვა, რომ უნდა დაიძრას ეს ხალხი დაუპირისპირდეს პოლიციას, გაარღვიონ პოლიციის კორდონი და ასე შემდეგ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 


close დახურვა