კინოთეატრ „ამირანთან“ სამოქალაქო აქტივისტის დაშავების ფაქტზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. შალვა შევარდნაძეს პროკურატურამ ბრალი 118-ე მუხლით წაუყენა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავს.
ანა სუბელიანი 8 ნოემბერს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე დაშავდა კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მას რადიკალური ჯგუფის წევრმა ბლაგვი საგანი თავში ესროლა. ჰომოფობიური ჯგუფები ითხოვდნენ, რომ ფილმის პრემიერა არ შემდგარიყო.