ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ისევ არ შეუშვეს.
ის საქართველოში კონფერენციის "დიდება უკრაინას" ფარგლებში იმყოფება. ფოტიგა შეხვდა მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას და ენმ-ის წევრს, გიორგი ჩალაძეს
"ქართული ოცნების მთავრობამ თითქმის ერთი წლის წინ დაპატიმრებულ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე კვლავ უარი მითხრა.
მე შევხვდი მის დედას, გიული ალასანიას და მეგობარს, გიორგი ჩალაძეს, რათა მივიღო ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. კვლავ აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობით და სიმტკიცით". - დაწერა ფოტიგამ ტვიტერზე.
ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულება 2021 წლის ნოემბერში სცადა. მაშინ ექსპრეზიდენტი შიმშილობდა. ფოტიგას საპატიმროში შესვლის ნებართვა იუსტიციის სამინისტრომ არ მისცა.