logo
ENG



ანა ძიაპშიპა: უფრო მეტი პოლიტიკოსი მინდოდა მენახა პრემიერაზე

08 ნოე 201921:18
3 წუთის საკითხავი
 
8mqsdkrs33uklju.jpg

კინოდოკუმენტალისტი ანა ძიაპშიპა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, პრემიერაზე პოლიტიკოსების ნახვა სურდა.

ამის შესახებ მან გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ სტუმრობისას განაცხადა.

„უფრო მეტი პოლიტიკოსი მინდოდა მენახა პრემიერაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ფილმს ფინანსურად არ ეხმარები, სხვაგვარად უნდა დაუჭირო მხარი. ბევრი პოლიტიკოსი, სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოსული ადამიანები, ეს არის მხარდაჭერა“, - აცხადებს ძიაპშიპა.

შეგახსენებთ, რომ კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა მიმდინარეობს, გარეთ კი მის ჩვენებას, საზოგადოების ნაწილი „ქართული მარშის“ მეთაურობით, აპროტესტებს.

 


close დახურვა