აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ანა ჭარხალაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვა რუსული გეგმის განხორციელება და ქვეყანაში ძალის უზურპაცია.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საორგანიზაციო ნივთი მოგვპარა პოლიციამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ აქციას. ხედავთ, რამდენი ახალგაზრდაა წინ, გვერდებზე პოლიტიკური პარტიები ამაგრებენ პოზიციებს. შეუძლებელია დილით ისეთი პოლიტიკური პარტია შევიდეს პარლამენტში, რომელიც დგას რუსულ სამსახურში და არა ქართულ სამსახურში. ოლიგარქს სურს სრული უზურპაცია, რაც არის რუსული გეგმა. მაგრამ ეს არ გამოუვა. თქვენ ხედავთ ხალხს, სულ უფრო მეტი გაბრაზებული ადამიანი გვიერთდება, რომლებსაც კარგად ესმით, რას ნიშნავს პროპორციული არჩევნები. ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით, მივიღეთ ეს ისტორიული გამარჯვება და დაიცავს ეს ხალხი ამ გამარჯვებას. ჩვენ ვიდგებით დილამდე და თუნდაც სპეცრაზმს მოუწიოს ჩვენი დაშლა, სრულიად საერთაშორისო საზოგადოება იხილავს ამას“, - განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.
აქცია პარლამენტთან გრძელდება. პიკეტირებულია პარლამენტის სამივე შესასვლელი, ხოლო ქვეყნის მთავარი გამზირი გადაკეტილია.