logo
ENG



ანაკლია იყო რეგიონული პროექტი და ეს არა მხოლოდ საქართველოს დაეხმარებოდა - ბოჭორიშვილი

15 თებ 202022:44
3 წუთის საკითხავი
 

„ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ პორტის პროექტი არის შანსი საქართველოსთვის, გახდეს სატრანზიტო გზა.

ბოჭორიშვილის თქმით, ეს ინფრასტრუქტურული პროექტი გაზრდის და აითვისებს ქვეყნის პოტენციალს საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობის კუთხით, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და თავდაცვის თვალსაზრისით.

„აზიის განვითარების ბანკის აზრით, ანაკლია იყო რეგიონალური პროექტი და ეს არა მხოლოდ საქართველოს დაეხმარებოდა კავშირში, ვაჭრობაში და ა.შ. აზიის განვითარების ბანკმა პრიორიტეტებში ჩასვა და დაახლოებით 3 მილიარდი გამოყო ანაკლიასა და ანაკლიასთან დაკავშირებულ პროექტებზე. ჩვენ შეიძლება მარტივად ვიყო სატრანზიტო ადგილი ან ჩიხი - ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ჩიხი. ჩვენ ყველგან ვხედავთ ახალ პროექტებს და საქართველოსაც ნამდვილად სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა, რადგან ასე არსებულ პოტენციალს დავკარგავთ. თუ უახლოეს დროში არ მოხდა ახალი პროექტის შექმნა, ჩვენ არ ვიქნებით რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეები", - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

„ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი „გიორგი თარგამაძის ფორმულას" სტუმარი იყო.


close დახურვა