logo
ENG



ანაკლიაში კონტი ჯგუფი დაბრუნდა - მაია ცქიტიშვილი პარლამენტში მისვლას არ აპირებს

25 ოქტ 201920:44
3 წუთის საკითხავი
 
mh0y85euqghaof6.jpg

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ამერიკელი პარტნიორები ანაკლიაში ბრუნდებიან. „კონტი ჯგუფმა“ გადაწყვეტილება შეცვალა და კონსორციუმის ინვესტორად რჩება. ფონდი, რომელიც ხელისუფლების ხელისშეშლის გამო, პროექტიდან გავიდა, აქციონერად მთავრობისგანაც აღიარებულია. ამის პარალელურად  მედიაში  ცნობილი ხდება იმ ამერიკული ფონდის დასახელება, რომელიც დაინტერესებული იყო ანაკლიის კონსორციუმით.  ეს არის ფონდი „ცერბერუსი“, რომლის წარმომდგენლები მთავრობასთნ  შეხვედრებს მართვენ. დეტალები გასაიდუმლოებულია. ის რომ ეს ფონდი „ცერბერუსია“ არ ადასტურებს კონსორციუმის ხელმძღავნელი, თუმცა ამბობს რომ ამერიკულ ფონდთნ მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს. ასევე პოტენციურ ინვესტორად რჩება კომპანია „მერიდიანი“, რომელიც „კონტის“ ჩამნაცვლებლად მოიაზრებოდა. 

ჯერ კიდევ  სექტემებრში მამუკა ხაზარაძე ამბობდა, რომ ამერიკულ ფონდს მთავრობისგან 2 ჯერ შეექმნა პრობლემა. ხაზარაძის თქმით, ინფრასტრქუტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ერთ-ერთ ბრიტანელ  ინვესტორს უთხრა,  რომ ასეთი ინვესტორი მას არ ჭირდება. იყო თუ არა ეს ფონდი „ცერბერუსი“ დღეს ამაზე „ლელოს“ დამფუძნებლები არ საუბრობენ. ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებსა და ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს შორის სამუშო შეხვედრა გუშინ გაიმართა. თუმცა შეხვედრა კონკრეტული შედეგით არ დასრულდა. ამის პარალელურად ანაკლიის პროექტის შესახებ კანონმდებლების შეკითხვებაზე პასუხის გაცემას და პარლამენტში მისვლას არ აპირებს რეგიონალური განვითარების მინისტრი. მინისტრისგან განსხვავებით, ანაკლის კონსორციუმი მზადაა დეპუტატების კითხვებს უპასუხოს. კონსორციუმს  400 მილიონის დოლარის ხელშეკრულელების წარდგენის  ვალდებულება 2019 წლის ბოლომდე აქვს. 

შეგახსენებთ, რომ „კონტი“ ჯგუფის პროექტიდან გასვლის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა, თუმცა ახლა მათ გადაწყვეტილება შეცვალეს. „თიბისი“ ჯგუფთან ერთად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი, სწორედ „კონტი“ ჯგუფია.  

 

 

 

 

 


close დახურვა