logo
ENG



ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის

30 ივლ 202020:42
3 წუთის საკითხავი
 

 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავარ უცხოელ ინვესტორს საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელები შეაქვთ. სარჩელები ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პროცესში, მთავრობის კამპანიის შედეგად, კონსორციუმისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებას ეხება.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და მთავარი უცხოელი ინვესტორი ზიანის ანაზღაურების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვენ.

ორი სარჩელი ჟენევასა და ვაშინგტონში უკვე გაგზავნილია. ერთი კონსორციუმის სახელით საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში შევიდა, მეორე კი - ერთ-ერთმა ინვესტორმა, ნიდერლანდების მოქალაქე ბობ მეიერმა საინვესტიციო დავების საერთაშორისო ცენტრში შეიტანა.

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა კონსორციუმს კვლავ ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. სასამართლო დავას კი პოლიტიზებულს უწოდებს.

 

 


close დახურვა