logo
ENG



ანაკლიის თემაზე, მთავრობის პარლამენტში არმოსვლა, გაქცევას ნიშნავს - გოგიჩაიშვილი

30 ოქტ 201913:07
3 წუთის საკითხავი
 
j05nvrf2m2f8wpn.jpg

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, ანაკლიის პროექტზე სასაუბროდ პარალამენტში მთავრობის წევრების არმისვლას ეხმაურება და და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებს. დეპუტატი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზეც საუბრობს.

"აქ არმობრძანება და კითხვებზე პასუხის არგაცემა, გაქცევას ნიშნავს. თუ საკითხი ისეა, რომ მთავრობა ყველაფერს გაურბის, მაშინ ჩვენ ქვეყნის მართვაში კრიზისი გვაქვს,"-აცხადებს გოგიჩაიშვილი.

დეპუტატი ლევან კობერიძე კი აღნიშნავს, რომ პროექტი არც მთავრობის და არც სხვა პირების საკუთრება არ არის, ის ქართველი ხალხისა და ქვეყნის მომავალია.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ანაკლიის პროექტი არ არის არც ინფრასტრუქტურის სამინსიტროს და არც მთავრობის, არც კონსორციუმის, არც ხაზარაძის და არც ივანიშვილის საკუთრება. ეს არის ქართველი ხალხის და ქვეყნის მომავლის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 


close დახურვა