logo
ENG



ანაკლიის კონსორციუმს ვადა 2019 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

16 ოქტ 201920:13
3 წუთის საკითხავი
 
p1y822t9hz6793f.png

საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენად ვადა კონსორციუმს 2019 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. ანაკლიის კონსორციუმში მიაჩნიათ, რომ მთავრობა ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტს ინვესტორებთან მოლაპარაკებების ჩაშლის გზით აფერხებს. 

დარჩენილ ორთვე-ნახევარში კონსორციუმმა მთავრობას ინვესტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები უნდა წარუდგინოს. ლევან ახვლედიანი ადასტურებს, რომ  ინვესტორები მზად არიან საუკუნის პროექტი ბოლომდე მიიყვანონ, თუმცა კონტრაქტების გასაფორმებლად ხელისუფლების ნებაა საჭირო. 

მთავრობას ობიექტური მიდგომისკენ დღეს  კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა წევრებმაც მოუწოდეს. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიუთითებენ, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლით  სარგებელს მხოლოდ რუსეთი მიიღებს.

"გამოსავალია, დაიწეროს სერიოზული წერილი. მთავრობის წარმომადგენელმა ეს წერილი გადასცეს ლონდონში ჩვენს პარტნიორს, შემდეგ შეხვდეს კომპანიას ლონდონში. დაელაპარაკოს ბანკებს ჰოლანდიასა და გერმანიაში. საჭიროა გარანტიები, რომ მთავრობა ნამდვილად უჭერს მხარს ანაკლიის პორტის მშენებლობას" - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

ვადის გაგრძელების მიუხედავად ოპოზიციაში  დარწმუნებულები არიან რომ ხელისუფლება რუსეთის თამაშს თამაშობს და ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლას ცდილობს. 

აშენდება თუ არა საუკუნის პროექტი, რომელიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და საქართველოს რუსეთისგან ეკონომიკურად დამოუკიდებელს გახდის, წლის ბოლოს გაირკვევა.


close დახურვა