ანანურთან მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანას დაეჯახა. ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად პოლიციის 2 თანამშრომელი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სამანქანო გზის საპირისპირო ზოლში გადავიდა და საპატრულო პოლიციის მანქანას დაეჯახა.
მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.