logo
ENG



ანას ბაღის მცველი: მხარდაჭერისთვის ვიწვევთ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს

28 იან 202009:49
3 წუთის საკითხავი
 

დღეს 17:00 საათზე ვარკეთილში „ანას ბაღში" მოსახლეობა აქციას გამართავს. აქციას „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც დაესწრება. მან „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან პირობა დადო, რომ თუკი ხელისუფლებაში მოვა, აუცილებლად დაანგრევს სკვერთან 10-სართულიან კორპუსს.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ანას ბაღის მცველებმა" ყველა პოლიტიკურ ძალასა და საზოგადო მოღვაწეს მიმართეს, თუმცა ჯერჯერობით, ერთადერთი, ვინც სურვილი გამოთქვა, ალეკო ელისაშვილია. 

როგორც ადგილობრივმა ლიზა სანაიამ „ფორმულას“ განუცხადა, „ანას ბაღის მცველები“ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს საჯარო მხარდაჭერისთვის იწვევენ.

„ჩვენ გვინდა, რომ მომავალი ქვეყნის მმართველები მოვიწვიოთ და ყველას დავადებინოთ საჯარო პირობა, რომ მათი მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ აშენდეს, მაგრამ თუ კორპუსი აშენდება, მისი კორპუსის დემონტაჟი მოხდება და მოსახლეობას დაუბრუნდება ეზო. პირველი სურვილი გამოთქვა ალეკო ელისაშვილმა და 5 საათზე ჩვენ მხარდამჭერ განცხადებას გააკეთებს. თქვენი ეთერით ყველა პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს ვთხოვთ, გევრდით დაგვიდგეს“, - აცხადებს „ანას ბაღის მცველი".

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები ვარკეთილში, ანას ბაღის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას  რამდენიმე თვეა აპროტესტებენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ კორპუსის მშენებლობა „ანას ბაღს“ საფრთხეს უქმნის. 


close დახურვა