დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ პრეზიდენტის ვებგვერდზე ვრცელდება.
თვითაღიარებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიბილოვი დონეცკში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. მათი ინფორმაციით, ბიბილოვი თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს დენის პუშილინს შეხვდება და ე.წ პრეზიდენტები დონბასის მოსახლეობის დახმარების შესახებ ისაუბრებენ.
„ანატოლი ბიბილოვი ასევე გეგმავს იმ მოხალისეებთან და სამხედრო მსახურებთან შეხვედრას, ვინც უკრაინის დენაციფიკაციისთვის ჩატარებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ“, - აცხადებს ბიბილოვის ე.წ ადმინისტრაცია.
ანატოლი ბიბილოვთან ერთად იმყოფება თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ გადაუდებელი სიტუაციების მინისტრი აზმათ ჩოჩიევიც.