logo
ENG



ანგარიშსწორება პოლიტიკურ ოპოზიციაზე სასამართლოს გზით

13 დეკ 201920:19
3 წუთის საკითხავი
 
ywtdsv1b3dozd2b.jpg

ანგარიშსწორება პოლიტიკურ ოპოზიციაზე სასამართლოს გზით. წლების განმავლობაში თაროებზე შემოდებული საქმეების გაცოცხლება და ერთიანი ხელწერა პოლიტიკური ოპონენტების საქმეებში. გიგი უგულავა, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, - სამართლებრივი დევნა ოპოზიციის ამ აქტიური ლიდერების მიმართ პოლიტიკურ მოტივაციას რომ ემყარება, ეჭვი არ ეპარებათ პოლიტიკურ სპექტრში. 

„ფორმულას“ დაკვეთით გავლენიანი კვლევითი ორგანიზაცია იპსოსის მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, როგორ აღიქვამს მოსახლეობა ამ სასამართლო პროცესებს. იპსოსის კვლევაში ნიკა მელიასა და ლელოს დამფუძნებლების საქმეები მოხვდა. ორივე შემთხვევაში შედეგებიდან ჩანს, რომ გამოკითხულთა ძალიან მცირე ნაწილს მიაჩნია დავები ობიექტურად. 

სამართლებრივი დევნის ობიექტები მხოლოდ ოპოზიციის ლიდერები არ ყოფილან. საქალაქო სასამართლოში გაიმართა ნიკა გვარამიას პროცესიც. მას გამოძიება ტელეკომპანია „რუსთავი2“-ში მუშაობის პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ედავება.

„ამ ნაწილშიც ვითარება სრულიად ამაზრზენი და აუტანელია პროკურატურის მხრიდან. ასეთი მოტივირებული პროკურორები რომ ადამიანს პოლიტიკური ბრალი დასდონ, უბრალოდ სამარცხვინო საყურებელი და გულის ამრევია. მრცხვენია, რომ ოდესღაც ამ სისტემის ნაწილი ვიყავი, ვისაც ესენი აქ წარმოადგენენ. საქართველოს პროკურატურა არის შავი ლაქა ქართული სახელმწიფოსთვის,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


close დახურვა