გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელი დღეს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს მეორედ გამოეხმაურა. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ გენერალური პროკურორისგან გამოძიების შედეგებს ელოდება. ანგელა მერკელს არ დაუკონკრეტებია რა იქნება გერმანიის ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯები რუსეთის მიმართ.
ცნობილია, რომ ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ის ვლადიმერ პუტინთან პარიზში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს. გერმანია ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურს ადანაშაულებს. ამის გამო ბერლინიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევეს.