logo
ENG



ანგელა მერკელმა დიდი შვიდეულის სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა

30 მაი 202014:41
3 წუთის საკითხავი
 

ანგელა მერკელმა დიდი შვიდეულის სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა. გერმანიის კანცლერმა პრეზიდენტ ტრამპს მიწვევის გამო მადლობა გადაუხადა, თუმცა მისი პრეს-სპიკერის თქმით, გლობალური პანდემიიდან გამომდინარე მერკელი ვაშინგტონში გამგზავრებას ვერ დასთანხმდება.

დიდი შვიდეულის სამიტი ვაშინგტონში ივნისის ბოლოსაა დაგეგმილი, კორონავირუსის პანდემიის გამო ის ონლაინ რეჟიმში უნდა გამართულიყო, თუმცა გასულ კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრის მასპინძლობას პირადად შეძლებს. 


close დახურვა