ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე თანამდებობას ტოვებს. ის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მისი განცხადება განხილვის პროცესშია და დადასტურებას ელოდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გადადგომას წინ დაპირისპირება უძღოდა, კერძოდ კი, საპატრიარქოს წარმომადგენლის, მეუფე იაკობის მხრიდან მართვის საკითხებში ჩარევა.
"უწმინდესთან დევს ჩემი განცხადება, გადადგომასთან დაკავშირებით. იქ მიზეზები გაწერილი მაქვს, სანამ პატრიარქი ხელს არ მოაწერს, არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. რაც შეეხება მეუფე იაკობს, უნივერსიტეტის საკითხებში უნდა ჩარეულიყო, პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელია, მაგრამ იქ მიწერია მიზეზები და ამაზე მერე ვილაპარაკებ", განუცხადა ვარდოსანიძემ ფორმულას.
სერგო ვარდოსანიძე 2018 წელს წელს პატრიარქის ბრძანებით დაინიშნა რექტორად.