მღვდელმონაზონი ანდრია სარია საპატრიარქოსა და მღვდელმთავრების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაზე საუბრობს. სასულიერო პირი მეუფე იაკობის განცახდებებს სიმახინჯეს უწოდებს და მის საეჭვო კავშირებზე საუბრობს. რაც შეეხება სინოდის სხდომაზე მისი და მეუფე პეტრეს განკვეთის საკითხს, მღვდელმონაზონი აცხდებს, რომ მათ საკუთარი ბრალდებების დამტკიცება შეუძლიათ და იმ შემთხვევაში, თუ სიმართლე დამტკიცდა, საეკლესიო კანონის მიხედვით, პასუხისგება მათი განკვეთის გადაწყვეტილების მიმღებ პირებსაც მოუწევთ.
„მოვლენები, რაც ეკლესიის გარშემო ვითარდება ეს არის საპატრიარქოს წარმომადგენლების ბრალი და სუს-თან თანამშრომლობის ბრალი. უკვე დამალული არ არის რომ, მთავარი არის მეუფე იაკობი, რომელიც ახმოვანებს სუს-ის მესიჯებს, არც მალავს ის რომ მას აქვს კომპრომატები სახელმწიფო მოხელეებზე და გარკვეულ საეკლესიო წარმომადგენლებზე. საპატრიარქო მას ვერაფერს ვერ უზამს. ის ადამიანები იქნებიან შავ დღეში, ვინც ამ განკვეთას მოაწერს ხელს, თუ დამტკიცდება ის ბრალდება, არადა დამტკიცდება, ფაქტები არსებობს და დღის წესრიგში როცა დადგება ეს საკითხი აუცილებლად გაბათილდება და ვინც ხელს მოაწერს ყველანი გაიკვეთება“-განაცხადა ღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ.