logo
ENG



ანდრია ჯაღმაიძე: 15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება

18 დეკ 201917:46
3 წუთის საკითხავი
 
me6d0k8n1rxesxt.jpg

„15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება,“- ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ წერს.

მისივე ინფორმაციით, წესის აგებაზე კურთხევა პატრიარქმა მისცა.

შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთკვირიანი ბრძოლის შემდეგ, 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ლუკა სირაძეს იაშვილის კლინიკაში გული გაუჩერდა. არასრულწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც პოლიციის ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ლუკა სირაძემ „მწვანე სკოლის" შენობაში და შენობის კედლებზე წარწერები გააკეთა. ერთ-ერთი იყო „ამ ცოხვრების დედაც", რის შემდეგაც ის გამომძიებლებმა მშობლის გარეშე დაკითხეს. 


close დახურვა