საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მიღებას ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი გამოეხმაურა.
კუბილიუსი იმედს გამოთქვამს, რომ დადებული შეთანხმება სრულად იქნება შესრულებული.
„მივესალმები საქართველოში პროპორციული არჩევნებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას. 8 მარტის შეთანხმება მაგალითია აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის. იმედი მაქვს, მისი სრული იმპლემენტაციის: სტრატეგიული კონსენსუსი და პროპორციული წარმომადგენლობა, ოპოზიციის უფლებების პატივისცემა და არა მართლმსაჯულების პოლიტიზება", - ნათქვამია ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაში.
შეგახსენებთ, პარლამენტმა გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.