logo
ENG



ანექსირებულ ლუჰანსკში აცხადებენ, რომ დაბომბვის დროს დუმის დეპუტატი დაიჭრა

13 მაი 202301:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/13/ywi3ycw4xn1k4bp.png

ანექსირებული ლუჰანსკში აცხადებენ, რომ სარაკეთო თავდასხმის დროს სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვიქტორ ვოლოდაცკი დაიჭრა. ვოლოდაცკი "ედინაია რასიას" წევრია და დუმაში დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ის მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ევროკავშირის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა სხვა ქვეყნების სანქცირებულთა სიაშია.

დაბომბვის დროს დაშავდა ექვსი ბავშვი. ანექსირებული ლუჰანკის ე.წ. ხელმძღვანელი ლეონიდ პასეჩნიკი აცხადებს, რომ ოთხ ბავშვს დახმარება აღმოუჩინეს, ორი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

"დამატებითი ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ლუჰანსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა ექვსი ბავშვი და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ვიქტორ ვოლოდაცკი", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა