logo
ENG



ანი წითლიძე: ზუგდიდში პრობლემური უბნების ოქმები ჩავიბარე, მათი მოტანა გრძელდება

03 ოქტ 202103:36
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი, ანი წითლიძე აცხადებს, რომ რამდენიმე უბნის ოქმი, რომელსაც ხელს არ აწერდნენ უკვე ჩაიბარა. იგი პოლიციის გამოძახების შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის კაბინეტში შევიდა და ოქმები მოითხოვა. ადგილზე მივიდნენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც. 

"გადმომცეს ის ოქმები, რომელსაც ვასახელებდი, რომ არ აძლევდნენ კომისიის წევრებს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს პირველი გამარჯვებაა ჩვენი. ეს ოქმები მოგვცეს და ჩვენთანაა.

ოქმების მოტანის პროცესი გრძელდება, ამ ოქმებს მირანდა მესხთან ერთად ჩავიბარებ მე. ამ პროცესს თვალს ადევნებს ეუთო/ოდირის მისია და როგორც ვიცი, მისი წარმომადგენლებიც დააკვირდებიან. გაგრძელდება ამ ოქმების დათვლა და სანამ ბოლო ოქმს არ მოიტანენ, ბოლო ოქმს არ ჩავიბარებ მანამდე ვიქნები აქ, საოლქოში, მირანდა მესხის ოთახში", - უთხრა ჟურნალისტებს ანი წითლიძემ მირანდა მესხის ოთახიდან გამოსვლის შემდეგ. 


close დახურვა