logo
ENG



ანტიკორუფციულმა სააგენტომ 15 500 ევროს ყალბი ბანკნოტები ამოიღო

30 ოქტ 201912:47
3 წუთის საკითხავი
 
58pdxen0mh1cjma.png

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა 500 ევროს ნომინალის ყალბი ბანკნოტები თურქეთიდან შემოიტანა. ბრალდებულებმა,  10 ბანკნოტის გასაღება მოახერხეს, 25 ბანკნოტი კი სამართალდამცველებმა, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ჯამში ამოღებულია 17 500 ევროს ღირებულების ყალბი ნომინალი. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა