logo
ENG



ანტიკრიზისული გეგმა საგანგებო მდგომარეობის შეფერხების მიზეზი არ უნდა გახდეს - ზურაბიშვილი

22 აპრ 202013:10
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმის მოთხოვნა ლეგიტიმურია, თუმცა ამან საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი არ უნდა შეაფერხოს.

ზურაბიშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში ჯანდაცვის ექსპერტების, ექიმების და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება აუცილებელია.

„საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობაზე განსხვავებული აზრი ვერ იქნება. ყველამ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის ექსპერტებს, ექიმებს და ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო პრაქტიკით. ზოგიერთი ანტიკრიზისულ გეგმას ახლავე ითხოვს. ამ გეგმის აუცილებლობაში ყველა ვთანხმდებით, თუმცა ეს ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი. დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის. კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება. არავის, თუნდაც ძალიან მდიდარ ქვეყნებს, არ აქვთ არც მზა გამოყოფილი ფინანსური რესურსები, არც სასწაულმოქმედი ანტიკრიზისული გეგმა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პარლამენტში დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე მსჯელობენ. საპარლამენტო ოპოზიცია საკითხს მხარს არ უჭერს. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება ჯერ ანტიკრიზისული გეგმა უნდა წარედგინა და მხარდაჭერა დეპუტატებისთვის ამ შემდეგ ეთხოვა. 


close დახურვა