logo
ENG



ანტირუსულ აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულები პატიმრობაში დატოვეს

22 ივლ 202414:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/22/a9s8cyhgy8gxe0b.jpg

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებულები 23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი მოსამართლე ნათია გუდავაძემ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. 

ახალგაზრდებს პროკურატურა სახელმწიფო ქონების დაზიანებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ახალგაზრდებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა. 

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ დაკავებულების მიმართ წარდგენილი ბრალი არაპროპორციულია. გარდა ამისა, დაცვის მხარე მათ მეფარიშვილისა და ოკრიბელაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 


close დახურვა