logo
ENG



ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების გამო ირანმა დემონსტრანტი სიკვდილით პირველად დასაჯა

08 დეკ 202212:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/08/0wp04qx43wc430s.jpg

ირანმა გამოაცხადა დემონსტრანტის პირველი სიკვდილით დასჯის შესახებ, რომელიც ბოლოდროინდელი ანტისამთავრობო აქციების მონაწილე იყო.

როგორც სახელმწიფო მედიები წერენ, მოჰსენ შეკარი ხუთშაბათს დილით ჩამოახრჩვეს მას შემდეგ, რაც რევოლუციურმა სასამართლომ "ღმერთის წინააღმდეგ მტრობაში" დამნაშავედ ცნო.

მას ბრალი დასდეს იმაში, რომ ის "მეამბოხე" იყო, რომელმაც 25 სექტემბერს თეირანის მთავარი გზა დაბლოკა და სამხედრო დაჯგუფება ბასიჯის წევრი დანით დაჭრა.

თვითონ აქტივისტმა განაცხადა, რომ ის "საჩვენებელ სასამართლოზე შესაბამისი სამართლებრივი პროცესის გარეშე" გაასამართლეს.

ამჟამად ირანის სასამართლო სისტემა აცხადებს, რომ პროტესტთან დაკავშირებულ 11 პირს სიკვდილი აქვს მისჯილი.

ანტისამთავრობო პროტესტი ირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე ის ზნეობის პოლიციამ "ჰიჯაბის არასწორი ტარების" ბრალდებით დააკავეს.

პროტესტი, რომელიც სათავეშიც ქალები იყვნენ 160-მდე ქალაქში 31-ვე პროვინციაში გავრცელდა და 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევა.

ირანის ლიდერები პროტესტს უწოდებენ "არეულობას", რომლის პროვოცირებასაც დასავლეთიდან უწყობენ ხელს.

უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, პროტესტის დრო მოკლეს სულ მცირე 475 ადამიანი 18 ათასზე მეტი კი დააკავეს. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია 61 სამართალდამცავის დაღუპვაზე.


close დახურვა