logo
ENG



ანტისაოკუპაციო ორგანიზაციის წევრები ატოცში აქციას გეგმავენ

20 ოქტ 201911:33
3 წუთის საკითხავი
 
ntama2m4pw5hibn.png

ატოცთან ვითარება ისევ დაძაბულია. სოფლის მიმართულებით გადაადგილება ამ დრომდე ეზღუდებათ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის, დავით ქაცარავას თქმით, მათ შსს-სგან მიიღეს დაპირება, რომ ჟურნალისტებს და მოძრაობის წევრებს სოფელში მალე შეუშვებენ.

„დილიდან გვქონდა შეზღუდვა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ გარკვეული ინფორმაციის მოიპვება. დილიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიები გახლავთ ზემოთ. შორიახლოს შევნიშნეთ რუსული მანქანები, რომლებიც ზემოთ არიან განთავსებულები და აკვირდებიან სიტუაციას, ასევე რუსულ საგუშაგოზე არიან რუსი ოკუპანტები, რომლებიც პატრულირებენ. ეს არის მოცემულობა, ჩვენ ველოდებით შეშვებას, თუმცა ჯერჯერობით ფერხდება ჩვენი გადაადგილება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შესრულდება დაპირება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და მოვახერხებთ ზემოთ ასვლას და პატრულირების გაგრძელებას", - განაცხადა დავით ქაცარავამ

ანტისაოკუპაციო ორგანიზაციის წევრები 14:00 საათისთვის აქციას გეგმავენ.

უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერ კიდევ 11 თვის წინ დაიწყო, ანტისაოკუპაციოს მოძრაობის ინფორმაციით ამ დროისთვის 330 მეტრზეა გავლებული მავთულხლართი.

 


close დახურვა