აპარტეიდთან მებრძოლი ეპისკოპოსი, ნობელის პრემიის მფლობელი დესმონდ ტუტუ გარდაიცვალა.
ის სამხრეთ აფრიკაში, ქეიფ თაუნში, 90 წლის ასაკში მოკვდა.
დესმონდ ტუტუმ თავისი მოღვაწეობოთ ხელი შეუწყო სამხრეთ აფრიკის ტრავმულ ტრანზიციას აპარტეიდიდან დემორატიაზე. ამ მღელვარე პროცეის განმავლობაში როგორც მის ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მას პატივს სცემდნენ, როგორც წესიერების, შემრიგებლობის შუქურას და სამხრეთ აფრიკის სინდისს უწოდებდნენ.
1931 წელს დაბადებული ტუტუ 1960 წელს ანგლიკანური ქრისტიანობის მღვდლად ეკურთხა. განათლება მიიღო ინგლისურ ენაზე და სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროს სამხრეთ აფრიკა სამოქალაქო ომის ზღღვარზე იდგა.
დესმონდ ტუტუ იყო ლესოტოს ეპისკოპოსი, შემდეგ აფრიკის ეკლესიათა საბჭოს პირველი შავკანიანი გენერალური მდივანი, ბოლოს კი - კეიპტაუნის არქიეპისკოპოსი.
თავისი ქადაგებებით, თავდადებით და აპარტეიდისადმი მტკიცე ოპონირებით დესმონდ ტუტუ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დაჩაგრულთა ინტერესებს წარმოადგენდა და მოუწოდებდა ცვლილებებისაკენ არაძალადობრივი გზით.
სამხრეთ აფრიკის მთავრობის დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგად ფერადკანიანებს ქვეყანაში მეორეხარისხოვან ადამიანებად მოიაზრებდნენ და დანარჩენი საზოგადოებისგან განცალკევებულად აღიქვამდნენ. აპარტეიდულ სამხრეთ აფრიკაში შავკანიანებს მკაცრი რეჟიმის პირობებში გეტოებში აცხოვრებდნენ, სადაც მათ ერთადერთ ფუნქციად იაფ შრომას თვლიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ აპარტეიდი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად ჯერ კიდევ 1973 წელს შეფასდა, მისი გაუქმება მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა საერთაშორისო საზოგადოებამ არქიეპისკოპოს ტუტუს მოთხოვნების შედეგად სამხრეთ აფრიკას ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დაუწესა. ტუტუმ უხელმძღვანელა შერიგების კომისიას.
აპარტეიდთან არაძალადობრივი გზით ბრძოლისთვის დესმონდ ტუტუმ 1984 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.