logo
ENG



აპრილის ბოლოს საქართველოში ლიეტუვის საგარეო მინისტრი ვიზიტს გამართავს, მედიაცია გრძელდება

13 აპრ 202117:57
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/13/vy6h9ncnblrdmje.jpg

აპრილის ბოლოს თბილისში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში ჩამოვა, გაბრიელიუს ლანდსბერგი შეხვედრებს, მათ შორის, ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებაც გამართავს. 

"აპრილის ბოლოს თბილისში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრილიუს ლანდსბერგის ვიზიტი იგეგმება", - წერს ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა Twitter-ზე, -"ვიზიტის დღის წესრიგში იქნება, ევროატლანტიკური მომავალი და ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი". 

საგარეო მინისტრმა ლანდსმერგისმა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისრებისგან შემდგარი მისიის ჩამოსვლა პირველად 5 მარტს დაანონსა. ლანდსბერგისმა მაშინ თქვა, რომ აქტიურად განიხილებოდა კრიზისის განმუხტვის და ევროკავშირის მედიაციის მხარდაჭერის მიზნით, დამატებითი ვიზიტი. 

ამ დროისთვის უცნობია, თან ახლდება თუ არა ლანდსბერგისს საგარეო მინისტრებისგან შემდგარი სპეციალური მისია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო მინისტრის ვიზიტს ბალტიის ზღვის სხვა ქვეყნების მინისტრებიც შეუერთდებიან. 


close დახურვა