logo
ENG



არ არსებობს გზა, წყალი, განათება - „ევროპული საქართველო“ აფენის მოსახლეობას შეხვდა

19 ოქტ 201912:15
3 წუთის საკითხავი
 
mu681uzu9707fgb.jpg

სასმელი წყლის, შიდა გზების და სანიაღვრე არხების პრობლემაზე საუბრობს ლაგოდეხის რაიონის აფენის თემის მოსახლეობა.

''ევროპული საქართველოს'' ლიდერი გიგი უგულავა აფენის თემის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან, მალხაზ მელაშვილთან ერთად, სოფელ გვიმრიანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.

ხალხი არის მიტოვებული, არ არსებობს, გზა, სანიაღვრე არხი, სასმელი წყალი, ღამის განათება. ყველაფერი  პრობლემაა და ჩემი არჩევნის შემთხვეევაში ვპირდები მოსახლეობას, რომ ამ პრობლემებს რომლებიც მე განვაცხადე დავუდგები გვერდში და აღმოვფხვრი პრობლემებს,“ - აცხადებს მალხაზ მელაშვილი.

მოსახლეობა, უგულავასთან საუბარში სოციალური დახმარების მოხსნასა და სანიაღვრე არხების გაუმართაობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მათი თქმით, ანტისანიტარას იწვევს და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

გიგი უგულავას განცხადებით, 2020 - წლამდე ყველა არჩევნები იქნება გენერალური რეპეტიცია იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, მშვიდობიანად და ქაოსის გარეშე მოხდეს.

ხალხს პროგრესი სჭირდება, მუშაობა უნდა და უნდა რომ მთავრობამ დაანებოს თავი და არ შეუშალონ ხელი. თვითონ გაიკვალავენ გზას. ის რაც მთავრობის საქმეა ის გააკეთოს და არა ის მავნებლობა, რომელსაც ჩადის რეგიონებსა თუ ცენტრში,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

 


close დახურვა